როგორც ანთალიაში მყოფმა "ტორპედოს" პრესსამსახურის უფროსმა რამაზ ჩხიკვაძემ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს განუცხადა, რუმინეთის "ბრაშოვთან" სპარინგ-მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც დაესწრება. ის და "ტორპედოს" თავკაცი გია გეგუჩაძე ერთმანეთს 2 დღის წინ შეხვდნენ და "ჯვაროსანთა" დამრიგებელმა ქუთაისელთა მატჩზე დასწრების სურვილი გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ ანთალიაში უკვე მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. ბუნებრივია, ასეთი ამინდი ფეხბურთელებს საკონტროლო მატჩში საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ხელს
ბოლოს გაგაცნობთ "ბრაშოვთან" მატჩში "ტორპედოს" სასტარტო შემადგენლობას: მიგინეიშვილი, იოსელიანი, კვახაძე, ფარულავა, ლემონჯავა, დოლიძე, დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი, თარხნიშვილი, საბანაძე, გოცირიძე.
fctorpedo.ge