ლუკა გუგუჩია "ზესტაფონს" ერთ თვეში დაუბრუნდება

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "ზესტაფონმა" საზოგადოებას ახალი ფეხბურთელები წარუდგინა. ახალწვეულთაგან პრეზენტაციას მხოლოდ ლუკა გუგუჩია ვერ დაესწრო - მას ტრავმა გაურთულდა.

როგორც სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, ზუგდიდის "ბაიადან" შეძენილი 20 წლის ნახევარმცველი "ზესტაფონს" დაახლოებით ერთი თვე ვერ დაეხმარება. ამ ერთი თვის განმავლობაში გუგუჩია ინდივიდუალურად ივარჯიშებს და თერაპიის კურსს გაივლის.

ბუნებრივია, მკურნალობის ხარჯებს "ზესტაფონი" დაფარავს. ლუკას ტრავმა ახალ კლუბში ვარჯიშისას გაურთულდა. იგი გუნდს თურქულ შეკრებაზე ვერ გაჰყვა.

ჩემპიონატის პირველ ნახევარში გუგუჩია "ბაიას" ერთ-ერთი ლიდერი იყო. ზუგდიდელთა შემადგენლობაში მან 15 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი
გაიტანა. წინა სეზონი გუგუჩიამ ქუთაისის "ტორპედოში" გაატარა, მანამდე კი "ბაიაში" ასპარეზობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული