საბოლოოდ, გორელებმა გეზი ბელეკისკენ აიღეს, "გაგრა" კი სიდეში გაემგზავრა და იმ სასტუმროში მოეწყო, რომელშიც ლუგანსკის "ზარია", ლვოვის "კარპატი" და ყარაღანდის "შახტიორი" ბინადრობენ.
"გაგრას" პრესსამსახურის ცნობით, გუშინ, დილით მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ გუნდის კრება ჩაატარა, საღამოს კი, მიუხედავად იმისა, რომ გადაუღებლად წვიმდა, გუნდი საათნახევარი ავარჯიშა. ძირითადი ყურადღება ძალების აღდგენას დაეთმო - მგზავრობამ
სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილია, რადგან სასტუმროსთან მდებარე მოედანი მოეწონათ და სრულფასოვანი მოსამზადებელი ციკლის ჩასატარებლად მშვენიერი პირობებია.
ცივი ამინდი მხოლოდ ორი დღეს გასტანს, 26 იანვარს კი იმედიანად ელიან, რადგან დარია მოსალოდნელი.
როგორც გაირკვა, დეკემბერში გუნდის კაპიტან გიორგი ტყეშელაშვილს ერთ-ერთ უცხოურ კლუბში იწვევდნენ, მაგრამ ის "გაგრაში" დარჩა.
"უცხოური კლუბიდან კონკრეტული შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მეც და კლუბიც იმ დასკვნამდე მივედით, რომ ამ ეტაპზე "გაგრაში" ჩემი დარჩენა ჯობდა", - თქვა ტყეშელაშვილმა.
"გაგრას" კაპიტანი მიიჩნევს, რომ საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსი არ დაკარგულა:
"ბევრი ფიქრობს, რომ რვა გუნდში მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ბოლო ოთხ შეხვედრაში "ტორპედოს", "ზესტაფონს", "დილასა" და "დინამოს" ვხვდებით. მაგრამ ჩვენ დაგვიმარცხებია "ტორპედოც", "დინამოც" და "დილაც", "ზესტაფონთან" კი ფრედ გვითამაშია.
რა თქმა უნდა, ოთხივე მეტოქე ძლიერია და მათი ძლევა ადვილი არ იქნება, მაგრამ შეუძლებელიც არ არის. მთავარია, ახალბედა ფეხბურთელებმა მხარი აგვიბან, შიშის ფაქტორი დასძლიონ და შედეგიც არ დაახანებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"