"ვიტ ჯორჯია" ისევ გერმანულად შეიმოსება

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი გააფორმა თავის ტექნიკურ სპონსორთან, გერმანულ კომპანია Uhlsport-თან. თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე კლუბმა ამ ფირმის ზამთრის სრული ეკიპირება მიიღო, როგორც სავარჯიშო, ასევე სათამაშო.

"ვიტ ჯორჯია" სეზონის მეორე ნახევარს ახალი დიზაინის სათამაშო ფორმით ჩაატარებს. მაისურები კლუბის ტრადიციულ ფერებში, თეთრსა და მწვანეშია გადაწყვეტილი. სათამაშო მაისურასა და შორტზე გამოსახულია კლუბის სპონსორების ლოგოები. ახალ ფორმას ფოტოზე ხედავთ, მისი შეფასება კი სტადიონზე შეგეძლებათ.

უკვე მერვე სეზონია, "ვიტ ჯორჯია" Uhlsport-ის ეკიპირებით იმოსება. გარდა ამისა, კომპანია "ვიტ ჯორჯია" ამ გერმანული ფირმის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული