"გაგრას" თურქუთში თავს ქარბორბალა დაატყდა

AutoSharing Option
"გაგრას" თავკაცთა იმედი არ გამართლდა, თურქეთში ამინდი არ გამოკეთდა. მეტიც, გუნდის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივები გაოცებულები არიან, ასეთი წვიმა დიდი ხანია, არ გვინახავსო.…

"სიდეში საშინლად გაწვიმდა, შემდეგ სეტყვაც წამოვიდა, ვარჯიშის ბოლოს კი მთლად უჩვეული რამ ვიხილეთ - მოგვესმა გუგუნი, რომელიც გვიახლოვდებოდა, ცაში გამოჩნდა ქარბორბალა, რომელმაც მინდორს გვერდით ჩაუარა და თან ყველაფერი წაიღო.

დღევანდელი ვარჯიშის ერთი ნაწილი ფიზიკურ მომზადებას დაეთმო, ზვიად ჯელაძემ გუნდი ორად გაყო და სხვადასხვა დატვირთვით ავარჯიშა, შედარებით მსუბუქად დაიტვირთნენ ახალბედები, წვრთნა კი კარში დარტყმებით დასრულდა.

საღამოს ვარჯიშიც მსგავსად წარიმართა.
რაც მთავარია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის. მოთამაშეებს "გაგრას" ტექნიკური სპონსორის PUMA-ს ახალი ეკიპირება დაურიგდათ. ხვალინდელ ვარჯიშს გუნდი სწორედ ამ ფორმით ჩაატარებს", - წერს "გაგრას" ვებგვერდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული