"მეტალურგი": ბედიაშვილი - ჯაფარიძე, კვარაცხელია, მახვილაძე, დობროვოლსკი - ქავთარაძე (69. მიქაბერიძე), რაზმაძე - სეთურიძე (46. თოდუა), თექთურმანიძე, მაისურაძე - ტატანაშვილი (46. სიხარულიძე)
"შერიფის" პრესსამსახურის ცნობით, პირველ ტაიმში ტირასპოლელები აქტიურობდნენ და სამჯერ სახიფათოდაც შეუტიეს, მაგრამ სიზუსტეც დააკლდათ და გრიგოლ ბედიაშვილიც საიმედოდ თამაშობდა.
მეორე ტაიმში კი "მეტალურგმა" მეტოქე პრესინგით შებოჭა და საკმაოდ მწვავედ შეუტია. ტირასპოლელთა აღწერილი 17 სახიფათო მომენტიდან 11 რუსთაველებმა შექმნეს. განსაკუთრებით სახიფათო იყო დიმიტრი ტატანაშვილის დარტყმა 56-ე წუთზე - ბურთს
ძალიან იაქტიურა რუსთაველთა მარჯვენა მცველმა ლაშა ჯაფარიძემ: მე-60 წუთზე მისი დარტყმა კარს მცირედით ასცდა, მალე ზუსტადაც დაარტყა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა. 72-ე წუთზე გიორგი თექთურმანიძე გასცდა მცველებს და კარისკენ გაისროლა, მაგრამ არაზუსტად.
77-ე წუთზე შეტევა კვლავ ჯაფარიძემ გაამწვავა, მაგრამ მეკარემ იმარჯვა.
ბოლოს ისევ ტირასპოლელები უტევდნენ, სახიფათო მომენტებიც შემქნეს, მაგრამ საბოლოოდ 0:0. მათ რიგებში კვლავაც ითამაშა უბერებელმა ვაჟა თარხნიშვილმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"