ალექს გარსია: გოლებს ჩვენივე შეცდომების შედეგად ვუშვებთ

AutoSharing Option
ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ", Impact Cup-ის გათამაშებაში მესამე შეხვედრა ჩაატარა.

თბილისელების მეტოქე შვეიცარიული "იანგ ბოიზი" გახლდათ.

მეტად საინტერესო და დაძაბული შეხვედრა "იანგ ბოიზის" გამარჯვებით 3:1 დასრულდა. "დინამოს" შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ლეგიონერმა რობერტინიომ გაიტანა.

დინამოელები ეცადნენ ანგარიშის გათანაბრებას და შეხვედრის პენალტების სერიაში გადაყვანას, თუმცა შვეიცარიელებმა კონტრშეტევაზე კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს.

დინამოელთა სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ლორია, ოდიკაძე, კვეკვესკირი, ლომიძე (ჰომოლა 27), ჯიღაური, კოშკაძე, მერებაშვილი, კოტო, ჩისკო, პაპავა, გოგუა (რობერტინიო 67).

ალექს გარსია:"თამაშში ჩართვა გაგვიჭირდა და პირველი ტაიმი ძალიან
ცუდი იყო. მონდომება არ ჩანდა, ისევ მივიღეთ პენალტი. მეორე ნახევარი შედარებით უკეთესი იყო. გოლებს ჩვენივე შეცდომების შედეგად ვუშვებთ".

რობერტინიო:"ვფიქრობ, მეორე ტაიმი უკეთ ვითამაშეთ. უფრო დიდი ბრძოლისუნარანობა გამოვიჩინეთ და ბურთის კონტროლიც შევძელით.

მოედანზე მეტად მობილიზებულნიც ვიყავით და საგოლე ეპიზოდში ვცადე ჩემი შანსი ხელიდან არ გამეშვა. მატჩის მიწურულს, როდესაც ანგარიში 1-2 გახდა, გაჩნდა თამაშის გადარჩენის შესაძლებლობა, მაგრამ სამწუხაროდ 1:3 დავმარცხდით".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოაშორეთ ეს გარსია სანამ დროა თორემ საერთოდ შეარცხვენს დინამოს და ჩემპიონატში სამეულში ვერ შევა........
negredo
15:28 29-01-2012
0

სიახლეები პოპულარული