"ზესტაფონი" "დნიპროსთან" მატჩისთვის იდეალურად ემზადება

AutoSharing Option
დიდთოვლობის გამო სტამბოლში ორი საათით შეფერხდნენ, მაგრამ "ზესტაფონის" წევრებმა ესპანურ ესტეპონაში მშვიდობიანად ჩააღწიეს. მალაგის აეროპორტიდან ესტეპონამდე ავტობუსით მგზავრობას ერთი საათი დასჭირდა.

ისევე, როგორც შარშან, "ზესტაფონი" ახლაც ფეშენებელურ სასტუმრო "ესტეპონა პალასში" დაბინავდა. ქართველთა გარდა, ამავე სასტუმროში არიან ლიტვური "ეკრანასი", ნორვეგიული "სტრომსგოდსეტი" და პოლონური "ლეხი".

ზესტაფონელები ესტეპონას მახლობლად მდებარე სპორტკომპლექს "დორია ჯულიაში" ვარჯიშობენ, სადაც ასევე იდეალური გარემოა. პირველ ვარჯიშებში მონაწილეობა არ მიუღიათ ზურაბ მენთეშაშვილსა და აბაიომი ოვონიკოკოს, რომლებიც ჯერაც ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან.

დანარჩენი 23 ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია. ესტეპონაში მზიანი დარია და საწვრთნელი
პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ხვალ "ზესტაფონისა" და უკრაინული "დნიპროს" სპარინგია, რომელიც ადგილობრივი დროით დილის 11 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული