გაგრა 1:2 გურნიკი
გოლები: 0:1 ზელინსკი (59), 1:1 ზვიადაძე (73), 1:2 ოლხოვსკი (81).
"გაგრა": ბეგაშვილი, ხუციძე, კალანდაძე, ტყეშელაშვილი, ჯგერენაია, სარდალიშვილი, ხოჯაშვილი, ზვიადაძე, ჯიშკარიანი, ჭკუასელი, კვანტალიანი.
შეცვლაზე შევიდნენ: ფალავანდიშვილი, ყურულაშვილი, ნადირაძე, სეთურიძე, ჯალიაშვილი, როსტიაშვილი.
შეხვედრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დაესწრო. ის თამაშებს შემთხვევით არ ესწრება, თუმცა ჩვენთვის უცნობია, რომელ გაგრელს აკვირდებოდა და რომელ ნაკრებში უპირებს გამოცდას - ეროვნულში
"გაგრამ" შეხვედრა 4-5-1 ტაქტიკური სქემით დაიწყო. გამოკვეთილი თავდამხმელი შალვა კვანტალიანი იყო. გუნდის პრესსამსახურის ცნობით, მატჩის საწყისი 15-20 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, რის შემდეგაც ჩვენი თასის მფლობელი გააქტურდა და რამდენიმე შეტევაც განახორციელა. "გურნიკის" მეკარემ ორჯერ მოიგერია სახიფათო დარტყმა. შემდეგ პოლონელებმაც შეუტიეს და ზედიზედ ორი სახიფათო მომენტი შექმნეს, პირველად მეკარე გიორგი ბეგაშვილმა იმარჯვა, მეორედ კი ბურთი კარს მცირედით ასცდა.
თამაშს მეორე ნახევარშიც თანაბარი ეთქმოდა. 55-ე წუთზე ნიკა ჭკუასელის დარტყმა მეკარემ მოიგერია, 59-ეზე კი პოლონელებმა ანგარიში გახსნეს: მიხაელ ზელინსკიმ თავით "ცხრიანში" გაიტანა.
გაშვებული გოლის შემდეგ "გაგრამ" შეუტია და ანგარიში მალე გაათანაბრა: გიორგი ზვიადაძემ დაახლოებით 22-მეტრიდან მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეს ზუსტად "დაუმიზნა". შემდეგ მეტოქეებმა მომენტები გაცვალეს, მალე კი "გაგრამ" მეორედ გაუშვა - დასწრებაზე კარგად ითამაშა პაველ ოლხოვსკიმ.
მომდევნო შეხვედრას "გაგრა" დღეს გამართავს პავლოდარის "ირტიშთან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"