ამის შემდეგ კი, მასპინძელმა მხარემ ქუთათურებს პატარა ექსკურსია მოუწყო. კლუბის დელეგაციამ ანთალიის ძველი ქალაქი დაათვალიერა.
სასტუმროში დაბრუნების შემდეგ მოეწყო "ტორპედოს" კაპიტნის არჩევნები, რომელიც გია გეგუჩაძის გადაწყვეტილებით ფარული კენჭისყრის პრინციპით გაიმართა.
ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ დადგინდა, რომ ქუთაისელთა კაპიტნის სამკლავურს დავით გამეზარდაშვილი გაიკეთებს. მას მცირედით ჩამორჩა და გუნდის პირველი ვიცე-კაპიტანი იქნება ომარ მიგინეიშვილი. მათზე ნაკლები, მაგრამ ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს რევაზ გოცირიძემ და დავით დიღმელაშვილმა. ისინი
ფეხბურთელთა მდგომარეობას რაც შეეხება, უკვე ჩვეული დატვირთვით ვარჯიშობს პოლონურ "კორონასთან" ტრავმის გამო შეცვლილი ლექსო კვახაძე. სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვარჯიშობს დავით გამეზარდაშვილი, რომლის იმავე მატჩში მიღებული ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ მორიგ საკონტროლო მატჩს ჩვენი გუნდი საფეხბურთო ცენტრ "ტოპ კაპეს" მინდორზე 1 თებერვალს გამართავს. "ტორპედოს" მეტოქე, ჩეხეთის გამბრინუსლიგაში XIV ადგილზე მყოფი ოსტრავას "ბანიკი" იქნება.
fctorpedo.ge