"გაგრაში" ტრავმიანობაა

AutoSharing Option
სამწუხაროდ, დღეს, პავლოდარის "ირტიშთან" მინდორზე გასვლას ვერ შეძლებს, გუნდის კაპიტანი გიორგი ტყეშელაშვილი. მის ნაცვლად გუნდს კაპიტნის სამკლავურით ლაშა კალანდაძე გაიყვანს.

დღეს ასევე ვერ ითამაშებენ ლევან ყიფიანი, გიორგი როსტიაშვილი და გუგა ფალავანდიშვილი.

როსტიაშვილი და ფალავანდიშვილი საზარდულმა შეაწუხა, ხოლო ყიფიანს ვარჯიშის დროს კოჭი ეტკინა და ამიტომაც მოუწია სამი დღით დასვენება.

საფეხბურთო კლუბ "გაგრას" სამედიცინო შტაბი გვარწმუნებს, რომ ტყეშელაშვილი და ყიფიანი ხვალ მსუბუქად ვარჯიშს დაიწყებენ.

"გაგრა" "ირტიშს" შემდეგი შემადგენლობით დაუპირისპირდება:
მაღრაძე, ყურულაშვილი, კალანდაძე, ჯგერენაია, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, ხუციძე, ხოჯაშვილი, ზვიადაძე, ჯალიაშვილი, ჭკუასელი, კვანტალიანი.

მატჩი
თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.

fcgagra.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული