"გაგრას" თამაშს "ტვენტეს" სკაუტი დაესწრო

AutoSharing Option
ფოტოზე: მამუკა ამიროვი (მარჯვნივ) იან ვანსტაასთან (შუაში) და თურქ კოლეგასთან ერთად

ანთალიაში "გაგრა" საკონტროლო შეხვედრაში ყაზახურ "ირტიშთან" 1:2 დამარცხდა. მას ჰოლანდიის ერედივიზიეს "ტვენტეს" წარმომადგენელი იან ვან სტაა დაესწრო, რომელიც 2006 წელს თებერვლიდან ივლისამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.

ახლა ის გუნდის სკაუტია და ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა ევალება.

"გაგრას" ვებგვერდის ცნობით, ჰოლანდიელმა სკაუტმა რამდენიმე ფეხბურთელის გვარი მოინიშნა და აღნიშნა, რომ ზოგიერთს დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია, შემდეგ კი ამ თემაზე "გაგრას" პრეზიდენტ ბესიკ ჩიხრაძესა და კლუბის მენეჯერს, მამუკა ამიროვს გაესაუბრება. გუშინ ისინი კიდევ
ერთხელ შეხვდნენ და თანამშრომლობაზე ილაპარაკეს.

იან ვან სტაა შეხვედრაზე თურქ კოლეგასთან შუქრუ აკიართან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ასევე მზად არის "გაგრასთან" სათანამშრომლოდ.

შემდეგ მატჩს კი "გაგრა" 3 თებერვალს იმ მინდორზე გამართავს, სადაც ვარჯიშობს. ქართველები ამჯერადაც ყაზახურ კლუბს, ყარაღანდის "შახტიორს" დაუპირისპირდებიან, რომელიც ასევე BLUE WATERS CLUB-შია დაბინავებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული