შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს "ტორპედო" რუმინეთის "ბრაშოვთან" 0:2 დამარცხდა, 26 იანვარს აზერბაიჯანის "სიმურგს" ფრედ 1:1 ეთამაშა, 28-ში კი პოლონურ "კორონას" უგოლოდ დაშორდა.
ამჯერად ქუთაისელთა მეტოქე ჩეხეთის გამბრინუსლიგაში მოასპარეზე ოსტრავას "ბანიკი" (XIV ადგილი) იქნება.
კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის რამაზ ჩხიკვაძის მიერ თურქეთიდან მოწოდებული ინფორმაციით, ჩეხებთან მატჩს ქვემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები დაიწყებენ:
ომარ მიგინეშივილი, გივი იოსელიანი, ალექსანდრე კვახაძე, გიორგი გურული, გიორგი ლემონჯავა, გრიგოლ დოლიძე, ნიკა ფირცხალავა, გიორგი დათუნაიშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, ნიკა
"კორონასთან" მატჩისას ტრავმირებული ახალარჩეული კაპიტნის დავით გამეზარდაშვილის (იგი მხოლოდ მსუბუქად ვარჯიშობს) მსგავსად, "ბანიკთან" ვერ ითამაშებს დავით დიღმელაშვილი, რომელმაც ფეხი გუშინ დილის ვარჯიშზე დაიზიანა.
მატჩი საქართველოს დროით17:30 საათზე დაიწყება.
fctorpedo.ge