ნიკა ჭკუასელი: თბილისის "დინამოს" "გაგრა" ვამჯობინე

AutoSharing Option
"გაგრას" მთავარი მწვრთნელის, ზვიად ჯელაძის გადაწყვეტილებით, კლუბს შეკრებაზე შეუერთდა ნახევარმცველი მიხეილ კობერიძე. მას ანთალიაში გუნდს ორი დღის წინ ელოდნენ, მაგრამ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თბილისის აეროპორტიდან გაფრენა ვერ მოახერხა.

გუშინ გუნდმა დილის ვარჯიში სრული შემადგენლობით ჩაატარა. სამდღიანი შესვენების შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ და სრულფასოვანი ვარჯიში გამართეს გიორგი ტყეშელაშვილმა, გიორგი როსტიაშვილმა, ლევან ყიფიანმა, ლევან სეთურიძემ და გუგა ფალავანდიშვილმა.

ვარჯიშზე ნიკა ნარმანია დაშავდა და საღამოს ვარჯიში გამოტოვა, თუმცა ტრავმა სერიოზული არაა, ტრენაჟორების დარბაზში ფიზიკურად დაიტვირთა და 3 თებერვალს ამხანაგურ შეხვედრაშიც ითამაშებს.

დღეს კი
"გაგრას" მეტოქე ყარაღანდის "შახტიორი" იქნება. გადაწყდა, რომ 3 თებერვალს ორ მატჩს გუნდები ორი შემადგენლობით ჩაატარებენ.

"გაგრამ" ანთალიაში ჩატარებულ ორ საკონტროლო შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. აქედან, ერთი ნიკა ჭკუასელის ანგარიშზეა, რომელიც ჯელაძემ ორივეჯერ ძირითადში ათამაშა - 18 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა თავი პავლოდარის "ირტიშთან" გამოიჩინა.

ნიკამ კლუბის ვებგვერთან საურისას საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"2010 წლის იანვარში ჩამოვედი "გაგრაში", მაგრამ ერთ კვირაში ბათუმში წასვლა გადავწყვიტე. რატომ, დღემდე არ ვიცი და ახლაც ვნანობ.

ბათუმიდან ოზურგეთის "მერცხალში" დავბრუნდი. შარშან თებერვალში თბილისის "დინამოც" დაინტერესდა და "გაგრაშიც" ხელახლა მიმიწვიეს.

არჩევანის წინაშე დავდექი და საბოლოოდ, კონტრაქტი მაინც "გაგრასთან" გავაფორმე. ამ ეტაპზე ჩემი მომავლისთვის ასე ვაჯობინე", - ამბობს ჭკუასელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ კარგად მერცხალშიც ვერ თამაშობდი
caudillo
16:09 03-02-2012
0

სიახლეები პოპულარული