რუსთავის "მეტალურგმა" რუმინულ "სპორტულს" 2:1 მოუგო

AutoSharing Option
"მეტალურგმა" გუშინ ანთალიაში მესამე საკონტროლო შეხვედრა რუმინულ "სპორტულთან" ჩაატარა და 2:1 დაამარცხა, - გვითხრა რუსთაველთა კლუბის პრესატაშე თამარ დაჩიბერიძემ.

"მეტალურგი": ბათიაშვილი - სეთურიძე, გავაშელიშვილი, ს.თოდუა, ხოხონიშვილი - ჭედია, რაზმაძე, დობროვოლსკი (მიქაბერიძე), ოთარაშვილი (ი.მაისურაძე) - სიხარულიძე, ტატანაშვილი (ექვთიმიშვილი).

როგორც ხედავთ, ყაზახურ "ასტანასთან" წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა შემადგენლობაც მნიშვნელოვნად შეცვალა, ზოგი მოთამაშე დაასვენა და 4-3-3 სათამაშო განლაგების ნაცვლად 4-4-2 გამოიყენა.

დიმიტრი ტატანაშვილისა და ირაკლი სიხარულიძის გოლებით რუსთაველებმა 2:1 გაიმარჯვეს.

მომჯობინდა ირაკლი მაისურაძე, რომელმაც კუნთი ჰქონდა დაჭიმული და
ყაზახებთან ვერ ითამაშა. ირაკლი მოდებაძე კი ანთალიაშია, მაგრამ ტრავმის გამო ვერ თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული