გორის "დილა" გიორგი შაშიაშვილზე, გიორგი განუგრავასა და სანდრო გურულზე ფიქრობს

AutoSharing Option
გუშინ გორის "დილამ" თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა რუმინულ "ვოინტა სიბიუსთან" ჩაატარა და კვლავ დამარცხდა - 0:2. თუმცა ჩვენთვის უცნობია, "დილა" რუმინელთა რომელ შემადენლობას შეხვდა: გვიან ღამემდე "ვოინტას" ვებგვერდზე მხოლოდ პოლონეთის "კრაკოვიასთან" ჩატარებული მატჩის მიმოხილვა იყო (პოლონელებმა 3:0 მოიგეს).

როგორც გვითხრეს, "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ 2 თებერვალს რუმინულ "პეტროლულთან" ნათამაშები ფეხბურთელები დაასვენა, მაგრამ ვინ ათამაშა, გოლები როდის გავიდა და სხვა დეტალები უცნობია.

გუნდის პრესატაშე ზურაბ კარტოზიას თქმით, თურქეთიდან მას აცნობეს, რომ "დილაში" ხორვატი მეკარე მარინ სკენდერი და ლაშა თოთაძე
დარჩებიან, სერბი ნახევარმცველის ვლადიმირ კრნჟინაცის საკითხი კი ჯერაც გაურკვეველია, თუმცა მწვრთნელებს ის მოსწონთ.

და ყველაზე სენსაციური ამბავი: სხვებთან ერთად, გორელთა თავკაცები გიორგი შაშიაშვილის, გიორგი განუგრავასა და თბილისის "დინამოდან" წამოსული სანდრო გურულის დამატებაზეც ფიქრობენ, მაგრამ რეალურია კი ეს ტრანსფერები? უახლოეს დღეებში ამ კითხვასაც პასუხი გაეცემა.

გორელები 5 თებერვალს ბოლო საკონტროლო შეხვედრაში ბელარუსულ ბატე-ს შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული