ქუთათურები დილას გამოეგმზავრნენ მეზობელი ქვეყნიდან და გვიან ღამით მშვიდობიანად ჩავიდნენ დანიშნულების ადგილზე.
"ტორპედოს" ფეხბურთელებმა უკვე ივარჯიშეს და ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადებას 2-დღიანი შესვენების შემდეგ 8 თებერვლიდან გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, გია გეგუჩაძის გუნდი წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 14 თებერვალს გამართავს, ამ დღეს ქუთაისელთა მეტოქე დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის მფლობელი "გაგრა" იქნება.
fctorpedo.ge