რუსთავის "მეტალურგმა" ანთალიურ შეკრებაზე ჩინურ "ტიანჯინ ტედასთან" ფრედ 0:0 ითამაშა

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგმა" თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა. წინასწარ დაგეგმილი იყო, რომ კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილებს რუმინულ "ტარგუ მურეშთან" უნდა ეთამაშათ. მაგრამ ბოლოს მეტოქე შეიცვალა და "მეტალურგი" ჩინურ კლუბს "ტიანჯინ ტედას" შეხვდა.

მატჩი უგოლოდ 0:0-ით დასრულდა, რუსთაველებმა კი შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს.

"მეტალურგი": ბედიაშვილი - სეთურიძე (ქავთარაძე), გ. კვარაცხელია, მახვილაძე, ჯაფარიძე - დობროვოლსკი, რაზმაძე - მიქაბერიძე (სიხარულიძე), თექთურმანიძე, მაისურაძე - ტატანაშვილი.

ანთალიურ შეკრებაზე რუსთაველებმა სულ სამი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს: "შერიფთან" 0:0 ითამაშეს, ყაზახურ "ასტანასთან" 0:1 წააგეს, რუმინულ "სპორტულთან" კი 2:1 მოიგეს.

დღეს რუსთაველები შეკრებას დაამთავრებენ და სამშობლოში დაბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული