გორის ”დილამ” თურქული შეკრება მოგებით დაასრულა

AutoSharing Option
გორის ”დილამ" თურქულ შეკრებაზე ბოლოს ტესტ-მატჩები გამართა. ქართულ გუნდს რუმინეთის ჩემპიონატის აუტსაიდერ ”მიოვენთან" ეს შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონდა - მისი ჩატარება ბოლო მომენტში გადაწყდა.

თემურ მახარაძემ წინა დღეს ”ვოინტა სიბიუსთან" ნათამაშები ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები დაასვენა და ”დილამ" 0:2 წააგო. ”გაზეტა სპორტულის" ცნობით, 57-ე წუთზე ”მიოვენის" ვეტერანმა ლეონიდ ტონი ნაიდინმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მაგრამ 73-ე და 75-ე წუთებზე ბრაზილიელმა რობერტო აიზამ ორჯერ აიღო გორელთა კარი.

”დილა": შეყრილაძე - ბეჭვაია, ქარქუზაშვილი, ახვლედიანი, ვ. ხორგუაშვილი_ გ. ხუბუა, ჯოჯუა, ნ. ნოზაძე - ახალკაცი,
ბარაბაძე, მდივნიშვილი.
შეცვლაზე: კაშია, ხოჯავა, სადაღაშვილი, ლომიძე, კანდელაკი.

5 თებერვალს ”დილას" ბოლო მატჩი ბელარუსის ჩემპიონატის ლიდერთან და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მონაწილე ბორისოვოს ”ბატესთან" უნდა ჩაეტარებინა. მაგრამ ბოლო მომენტში ყაზახური ”კაირატს" შეუთანხმდნენ, რომელმაც გორელებამდე ჩერნოგორიულ ”ზეტას" 2:1 მოუგო.

”დილა" ერთადერთი ქართული კლუბი აღმოჩნდა, რომელმაც შეკრებაზე ყაზახური კლუბი დაამარცხა - გიორგი კახელიშვილისა და კახა ალადაშვილის მიერ მეორე ტაიმში გატანილი გოლებით გორელებმა 2:0 გაიმარჯვეს.

”დილა": სკენდერი - ალადაშვილი სალუქვაძე, თოთაძე, მეგრელიშვილი - ნოზაძე, კანდელაკი, ილურიძე - კახელიშვილი, ჯიქია, ლექვთაძე
შეცვლაზე: ახალკაცი, ბარაბაძე, ჩაგელიშვილი, ხოჯავა.


ამგვარად, ”დილამ" თურქეთში შეკრება დაასრულა და 7 თებერვალს გამთენიისას გუნდი საქართველოში დაბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული