ფოთის "კოლხეთმა" შეკრება სოფიის "სლავიას" დამარცხებით დაასრულა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ფოთის "კოლხეთმა" გუშინ ბოლო საკონტროლო შეხვედრა ითამაშა, სოფიის "სლავიას" 2:1 მოუგო.

"სლავია" ბულგარეთის უმაღლესი ლიგის გუნდია და ამ დროისთვის მე-5 ადგილზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფოთელები 2:0-ს იგებდნენ და ბულგარელებმა ერთი გოლი მერეღა გაქვითეს, ისიც 88-ე წუთზე პენალტით.

ფოთელები ილია პავლიაშვილმა დააწინაურა 63-ე წუთზე, "კოლხეთის" უპირატესობა კი დავით ციცხვაიამ გაზარდა 82-ე წუთზე

"კოლხეთი": ნადირაშვილი, ფოფხაძე, ცხვიტარია, ლომაშვილი, გაბუნია(ქორჩილავა 84), პავლიაშვილი(წაბრია 73), ქებაძე(ხუბუტია 84), გოგონაია(ცხადაია 25), გვალია, სიჭინავა(წურწუმია 55), ტუღუში(ციცხვაია 55).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუმარჯოს კოლხეთს
Tengiza
17:41 09-02-2012
0

სიახლეები პოპულარული