"იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში განცხადება საქართველოს პრეზიდენტის სახელზე შარშან დეკემბერში შევიტანეთ და ვთხოვეთ, ოვონიკოკოსთვის საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭებინა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იანვარში სპეციალური კომისიის წევრები ჩვენი კლუბის წარმომადგენლებს შეხვდნენ, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ოვონიკოკოს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა", - გვითხრა "გაგრას" იურისტმა მიხეილ აფხაზავამ.
დიდი ხანია, "გაგრა" პერსპექტიული ნიგერიელის ნატურალიზაციას ცდილობდა, რადგან მოსამზადებელ ეტაპზე თუ სხვა დროს კლუბს ამის გამო პრობლემები ექმნებოდა. ოვონიკოკო არც თურქეთში მოსამზადებლად
თუმცა, კლუბის პრეზიდენტს ბესიკ ჩიხრაძეს მხოლოდ პრაგმატული ინტერესები არ ამოძრავებდა. "გაგრას" თავკაცი დარწმუნებულია, რომ 19 წლის ოვონიკოკო ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა თავდამსხმელია და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსაც წაადგება და სამომავლოდ, ეროვნულსაც.
აფრიკელთა ნატურალიზაცია ქართველ გულშემატკივართა წყალგამყოფია - ნაწილი ამ იდეას ემხრობა, ნაწილიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება, მაგრამ ყველას დაწყდა გული, როდესაც ზუგდიდის "ბაიას" თავდამსხმელი და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები ჩისამბა ლუნგუ რუსეთში გადავიდა. ახლა კი გებჟალიაზე გაზრდილი თავდამსხმელი ზამბიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია.
ამჟამად, ოვონიკოკო ესპანეთში "ზესტაფონთან" ერთად ემზადება. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში საჭირო დოკუმენტებს წარადგენს და ოფიციალურად გადაეცემა საქართველოს პასპორტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"