სულ თურქეთში 33 ფეხბურთელი ემზადებოდა, თუმცა, გუნდში ყველა ვერ დარჩება: შევიტყვეთ, რომ "დილა" დატოვა მეკარე მირზა მერლანმა, რომელიც იჯარით, ალბათ, ლანჩხუთის "გურიაში" ითამაშებს. ახალი გუნდების მოძებნა მოუწევთ ილია ლომიძეს, გიორგი ახვდელიანს, ნიკა სადაღაშვილს, ლადო ჯოჯუას, ლევან მდივნიშვილს, ბესიკ დეკანოიძეს, რომან ახალკაცს, ვალტერ ხორგუაშვილს. თუმცა, ახალკაცის ამბავი ჯერ
ყველა დანარჩენი გუნდშია, ვარჯიშობს და კონტრაქტის გაფორმებას ელის. თუმცა, ზოგიერთმა ხელშეკრულება უკვე გააფორმა. თბილისშია ხორვატი მეკარე მარინ სკენდერი. "დილას" თბილისში შეუერთდა ლვოვის "კარპატის" შემტევი ნახევარმცველი სანდრო გურული და 9 თებერვალს გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.
ამჟამად "დილა" ამ შემადგენლობით ვარჯიშობს:
მეკარეები: მარინ სკენდერი, ბექა შეყრილაძე;
მცველები: ლაშა სალუქვაძე, კახა ალადაშვილი, გიორგი ქარქუზაშვილი, შოთა კაშია, ლაშა თოთაძე, დავით მეგრელიშვილი, ლექსო ინწკირველი, ივანე კანდელაკი;
ნახევარმცველები: გიგა ბეჭვაია, ირაკლი ლექვთაძე, ნოდარ ნოზაძე, ზურაბ არზიანი, გიორგი ხუბუა, პავლე ხორგუაშვილი, გოჩა ხოჯავა, გოჩა ხოჯავა, სანდრო გურული;
თავდამსხმელები: რომან გოგინაშვილი, რეზო ბარაბაძე, გიორგი ილურიძე, დავით ჩაგელიშვილი, მათე ვაწაძე, რეზო ჯიქია, გიორგი კახელიშვილი.
თუმცა ჯერ ყველა მათგანის დარჩენაც არ გადაწყვეტილა და არც "გაცხრილვაც" დასრულებულა - შესაძლოა, გუნდიდან ვიღაც კიდევ გაუშვან, ან დაიმატონ.
"დილასთან" კონტრაქტი გააფორმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა გიორგი ხუბუამ, რომელიც თურქული შეკრებით კმაყოფილია:
"ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. სასარგებლო საკონტროლო შეხვედრებიც გვქონდა. როგორც ვამჩნევ, ბირთვი უკვე გამოკვეთილია. დარწმუნებული ვარ, "დილა" ძლიერი იქნება არა მხოლოდ სახელებით, არამედ გუნდური თამაშითაც და ნებისმიერი ქართული გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით. იმედი თურქეთში გამართული შეხვედრების შემდეგ გამიჩნდა, რადგან "დილამ" ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა.
ასეთ გუნდში, ასეთ მწვრთნელთან და ასეთი ცნობილი ფეხბურთელების გვერდით თამაშის პერსპექტივაც მახარებს: მათ გვერდით ახალგაზრდა ფეხბურთელი აუცილებლად გაიზრდება.
პირადად მე, თურქეთში ძალიან კარგად მოვემზადე. გუნდში რადგან დამტოვეს, ესე იგი, ნდობას მიცხადებენ და მინდა ეს იმედები გავამართლო", - ამბობს ხუბუა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
(არც 2 გოჩა ხოჯავა არსებობს)