"გაგრას" ვარჯიში დათოვლილ მინდორზე

AutoSharing Option
ანთალიიდან დაბრუნებულმა "გაგრამ" ვარჯიში დათოთვლილ თბილისშიც გააგრძელა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ნორმალურ პირობებში მომზადება გამორიცხულია.

გუნდი "მერანის" სტადიონზე შეიკრიბა და სათადარიგო მინდორზე ივარჯიშა. "გაგრას" პრეს-სამსახურის ცნობით, დათოვლილ მინდორზე ბურთთან ერთად ვარჯიში
შეუძლებელი აღმოჩნდა და მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ ფეხბურთელები მხოლოდ ფიზიკურად დატვირთა.

"არ უვარჯიშიათ მცველებს - ლაშა კალანდაძეს და გიორგი ჯგერენაიას. ორივე მათგანი დაშავებულია და მკურნალობს. ექიმების წინასწარი დასკვნები დამაიმედებელი არაა. ხვალისთვის უკვე ცნობილი გახდება, თუ რამდენი დღე ვერ შეძლებენ ეს ფეხბურთელები თამაშს.

შეგახსენებთ, რომ კალანდაძემ ტრავმა ყარაღანდის "შახტიორთან" თამაშის
დროს მიიღო, ხოლო ჯგერენაია "ბიტომთან" შეხვედრის მეორე ტაიმში დაშავდა", - წერს "გაგრას" ვებგვერდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული