ქუთაისის "ტორპედოს" მორიგი ახალწვეული

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" კიდევ ერთი ახალწვეული - ამპლუით ნახევარმცველი გიორგი ფეიქრიშვილი ჩაირიცხა.

28 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში, ბოლნისის "სიონის" შემადგენლობაში იყო, მან ქვემოქართლურ გუნდთან ერთად 5 ოფიციალური მატჩი გამართა და ყაზახეთს მიაშურა, თუმცა "კაისარში" სინჯებზე მყოფმა საქმე ბოლომდე არ მიიყვანა და კვლავ, საქართველოში დაბრუნდა.

"სიონამდე", იგი 2 წელზე მეტი ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდ "ატირაუში" თამაშობდა.

ფეხბურთელს უმაღლეს ლიგაში დებიუტი "ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობაში ჰქონდა, იქ მან 2 სეზონი გაატარა - 2005-2006 და 2006-2007 წლებში. შემდეგ, იგი რუსთავის "ოლიმპში" - 2008-2009 წლებში ირიცხებოდა, საიდანაც
გადავიდა თბილისის "დინამოში და 2 სეზონი დაჰყო - 2006-2007 და 2007-2008 წლებში.

ფეიქრიშვილმა "მერანთან" ამხანაგურ მატჩში ითამაშა და მოედანზე გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებით გამოირჩეოდა. ფეხბურთელმა "ტორპედოსთან"  4 თვეს+3-წლიანი სისტემის კონტრაქტი გააფორმა.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალან კარგი,მივესალმები გაძლიერებას,ასათიანის შესახებ გვეტყვით ვინმე რამეს?სად არის ბოლო ბოლო ეს კაცი,ძაან მაგარი ფეხბურთელია და ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი საქართველოს სამწუხაროდ დღეს არ ყავს,ვინც უნდა ის შემედაოს მე ჩემი ხედვა და აზრი მაქვს
vaso basiladze
13:52 12-02-2012
0

სიახლეები პოპულარული