ვასილ მაისურაძე 2003 წლიდან, 3 წლის მანძილზე "დინამოში" სელექციონერის ფუნქციებს ასრულებდა, 2006 წლიდან კი აკადემიის მწვრთნელია.
მისმა გუნდებმა თანატოლებში 3-ჯერ მოიგეს საქართველოს ჩემპიონატი. 1994-95 წლებში დაბადებულთა გუნდი კი რომელსაც მაისურაძე ბოლოს თავკაცობდა, ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში 11 ქულით უსწრებს კონკურენტს. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა კი წარმატებით დასძლია ჯგუფური ეტაპი და ახლა ელიტ-რაუნდისთვის ემზადება. გუნდი მარტის ბოლოს თბილისში ევროპის ჩემპიონატის 1 საგზურისთვის, ესპანეთის, ინგლისის და უკრაინის უძლიერეს ნაკრებ
ვასილ მაისურაძე:"დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელის გიორგი დევდარიანის პირველ გუნდში დაწინაურების შედეგად დავინიშნე გუნდის მთავარ მწვრთნელად.
კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ეს დიდი ნდობაა. გათვითცნობიერებული მაქვს რა არის თითოეული ჩვენთაგანისათვის "დინამო".
ცხადია ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ვფიქრობ მზად ვარ ამ პასუხისმგებლობისთვის. დიდი შემართებით ვემზადები სამუშაოდ.
პირველი მატჩი ბენდელას თასის ნახევარფინალში მცხეთაში "ვიტ ჯორჯიასთან" უნდა გვეთამაშა, მაგრამ დიდმა თოვლმა, ამ შეხვედრის გადადება გამოიწვია.
საქართველოს პირველობა დუბლშემადგენლობათა შორის 16 თებერვლიდან განახლდება. ბოლო პერიოდში დუბლებიდან რამდენიმე ფეხბურთელი დაწინაურდა პირველ გუნდში, შესაბამისად ჩვენი გუნდი შევსებას აკადემიიდან მიიღებს. ეს ჩვეულებრივი პროცესია.
სასიამოვნოა, რომ 17-წლამდელთა რიგებში "დინამოს" აკადემიის 5-6 ფეხბურთელი გამოდის. ჩვენი მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გავაზარდოთ პირველი გუნდისთვის".
fcdinamo.ge