ბელარუსში ინფლაციამ დიდი მასშტაბი მიიღო, რამაც გეგმები ოთარ გაბელიასაც ჩაუშალა. შევიტყვეთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ დამრიგებელს ბელარუსის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი კლუბის მთავარი მწვრთნელად იწვევდნენ.
თუმცა, მოლაპარაკების დაწყებას ბელარუსში ინფლაციის მეორე ტალღა დაემთხვა, რამაც დაინტერესებული კლუბი დააფრთხო, შეპირებული პირობით კონტრაქტის გაფორმებაც ვერ მოხერხდა და მოლაპარაკებაც ჩაიშალა.
ასე და ამგვარად, გაბელია კვლავაც უმუშევარია; უცნაური კი ის არის, რომ ბელარუსებმა გაიხსენეს, საქართველოში კი, რატომღაც, დაივიწყეს.
ყოველდღიური