”გაგრამ” სტუ 4:1 დაამარცხა

AutoSharing Option
15 თებერვალს "ნორჩი დინამოს" სტადიონზე (ყოფილი "შრომითი რეზერვები") "გაგრამ" პირველ ლიგის სტუ-სთან ამხანაგურად ითამაშა.

"გაგრა": ბეგაშვილი, ხუციძე, ტყეშელაშვილი, ნარმანია, ჯიშკარიანი, სარდალიშვილი, ხოჯაშვილი, ზვიადაძე, როსტიაშვილი, ჭკუასელი, ჯერემია.
შეცვლაზე შევიდნენ: კვანტალიანი, სეთურიძე, კიკნაველიძე, ყურულაშვილი, დეკანოიძე, ფალავანდიშვილი, ნადირაძე, ყიფიანი, კობერიძე.

"გაგრას" პრესსამსახურის ცნობით, მე-8 წუთზე ანგარიში სტუ-მ გახსნა - 0:1. ამის შემდეგ "გაგრა" სრულ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა და მე-20 წუთზე წონასწორობა აღადგინა: მარცხენა ფრთიდან ნიკა ჯიშკარიანის ჩაწოდებული ბურთი ჯონ ჯერემიამ კარში თავური დარტყმით გააგზავნა 1:1.

28-ე წუთზე ხუციძე-როსტიაშვილის კომბინაცია მიშიკო სარდალიშვილმა
დაასრულა - 2:1. 62-ე წუთზე კვლავ ირაკლი ხუციძის გადაცემის შემდეგ სარდალიშვილმა აკრობატულ ნახტომში ულამაზესი გოლი გაიტანა - 3:1. ყურულაშვილი-კვანტალიანის შეტევა კი ზუსტი დარტყმით ლევან ყიფიანმა დაასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.

შეხვედრას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ზაურ სვანაძე დაესწრნენ.

დაბოლოს: კლუბის ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში "გაგრას" გულშემატკივრებმა 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლევან შარიქაძე დაასახელეს, რომელიც დეკემბერში "ზესტაფონში" გადავიდა.

სამეული კი ასე გამოიყურება: 1. ლევან შარიქაძე - 77 ხმა, 2. გიორგი ტყეშელაშვილი - 63, ჯონ ჯერემია - 49.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული