ფეხბურთის მოყვარულებს ყოველ პარასკევს 23:00 საათზე მიეცემათ საშუალება ნებისმიერ საჭირბოროტო საკითხზე პოზიცია პირდაპირ ეთერში დააფიქსირონ.
"გადაცემა სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი განვლილი კვირის მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენის განხილვას დაეთმობა. მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ეროვნული ჩემპიონატის მოახლოებულ ტურსა და გუნდების სამზადისზე.
დასკვნითი ნაწილი განსხვავებული ფორმატის იქნება და გულშემატკივარს ახლოს გავაცნობთ რომელიმე ცნობილ ფეხბურთელს. მოვიწვევთ სტუმრებს.
"105 წუთის" მთავარი მიზანია, მაქსიმალურად გავაშუქოთ
განსაკუთრებული ყურადღებას ბავშვთა ფეხბურთს და იქ არსებულ პრობლემებს დაეთმობა. შევეცდებით, მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ გულშემატკივართა ინტერესი და არ მოვერიდებით შეცომებსა და უსამართლობაზე საუბარს და ამაში განსაკუთრებული როლი გულშემატკივარმა უნდა ითამაშოს. მათი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათთან ერთად შევეცდებით, სააშკარაოზე გამოვიტანოთ ნებისმიერი მტკივნეული თემა", - ამბობს ლაშა დვალიშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"