მისი დებიუტი "გაგრაში" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში შედგა, როდესაც "გაგრამ" საკუთარ მინდორზე მარტვილის "მერანს" 4:0 მოუგო და იმის შემდეგ გუნდის ძირითადი მეკარეა.
"გაგრას" ვებგვერდთან ინტერვიუში გიორგიმ იმედი გამოთქვა, რომ გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა არ მოუწევს.
"საგაზაფხულო ეტაპზე პირველად "ზესტაფონს" შევხვდებით. ურთულესი თამაში გველის, მაგრამ დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს და მოსაგებად მაქსიმუმს
მინდორზე თუ შიშით გახვალ, მაშინ ყველა გუნდი დაგამარცხებს... "გაგრა" ერთსულოვანი გუნდია და ჩემი აზრით, რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრაც შეგვიძლია. მაგრამ საქმით უნდა დავამტკიცოთ, რომ ამას ვიმსახურებთ", - ამბობს ბეგაშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"