21 წლის ლომიამ მიმდინარე ჩემპიონატში "ზესტაფონის" ღირსება 8-ჯერ დაიცვა და 2 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება "გაგრასთან" 19 თებერვალს დანიშნულ შეხვედრას, დვალის გარდა, ამ მატჩში "ზესტაფონს" სხვადასხვა მიზეზის გამო გიორგი ხიდეშელი, შოთა ბაბუნაშვილი, ალექსი ბენაშვილი, თორნიკე აფციაური და აბაიომი ოვონიკოკო ვერ დაეხმარებიან.
სამაგიეროდ, ესპანურ შეკრებაზე მიღებული ტრავმა ბოლომდე მოიშუშა იმერელთა ახალწვეულმა გოგა ბერაიამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"