მას ჭაბუკობაში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მოასპარეზე თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის სკოლა აქვს გავლილი, ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების საწყის წლებში კი, თბილისის "მრეტების" კარს იცავდა (98 მატჩი უმაღლეს ლიგაში). მომავალი სეზონი გერმანიის II ბუნდესლიგის ბინადარ ბრაუნშვაიგის "აინტრახტში" თამაშობდა. უკან დაბრუნებული, თბილისის "დინამოში" (3 მატჩი) იყო, საიდანაც "ვიტ ჯორჯიაში" (14 მატჩი) გადავიდა, ბოლოს კი დედაქალაქის "ლოკომოტივში" (26 მატჩი) მოხვდა.
- მეკარეების წვრთნას, ალბათ თავისი სპეციფიკა აქვს. რით გამოარჩევდით მას, მთლიანი გუნდის მომზადების პროცესისაგან?
- როგორ ფიქრობთ, რა თვისებები ესაჭიროება მეკარეს, რომ მან გუნდის თამაშში აყოლიება შეძლოს...
- მე ასე ვიტყოდი - მეკარე თავიდან ბოლომდე თამაშში უნდა იყოს ჩართული. ამისათვის მას მაქსიმალური კონცენტრირება ესაჭიროება. მისთვის წამითაც მოდუნება, შესაძლოა გუნდისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს. მტკიცე ხასიათი და ლიდერის თვისებები - ესაა მთავარი. ამის შემდეგაა უკვე ის კომპონენტები, რასაც ჰქვია ტექნიკა, რეაქცია, ხაზზე, გამოსვლაზე, თუ ფეხით კარგი თამაში.
- "ტორპედოს" საიმედო მეკარეების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს...
- ამ პრობლემას ნამდვილად არ ვუჩივით. გვყავს ომარ მიგინეიშვილი და მაქსიმე ქვილითაია, რომლებიც ერთმანეთის ძალიან სერიოზული კონკურენტები არიან. გვყავს კიდევ დავით კუპატაძე, რომელსაც ნიჭი აქვს და მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. ჩემი აზრით, კარგი გუნდის შენების პროცესში, აუცილებელიცაა მაღალი დონის მეკარეების ყოლა. თითოეული მათგანი უნდა გრძნობდეს, რომ თუ თამაშს მოუკლებს, მას მეგობარი კონკურენტი შეცვლის და მერე თავად მოუწევს ძირითადში ადგილის დაბრუნებისთვის "ბრძოლა".
ისეთ გუნდშიც მიმუშავია მეკარეებთან, სადაც ხელოვნურად შეგვიქმნია კონკურენტული გარემო. საბედნიეროდ, "ტორპედოში" მწვრთნელების ასეთი ჩარევა საჭირო არაა - იმის მიუხედავად, რომ ძირითადში ხშირი თამაში არ უწევს, ვიცით ქვილითაიას რა შეუძლია.
მიგინეიშვილზე ლაპარაკიც არ არის, იგი საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს.
- თანამედროვეობის საუკეთესო მეკარედ ვის მიიჩნევთ?
- პეტრ ჩეხის თამაშიც მომწონს, მაგრამ ვთვლი, რომ დღეს იკერ კასილიასია საუკეთესო. წარსულში მოთამაშეებიდან გამოვარჩევდი რენატ დასაევს, რომელიც ჩემი აზრით, გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო მეკარე იყო.
fctorpedo.ge