ვანო მერაბიშვილს გორის "დილას" მაისურა გადასცეს

AutoSharing Option
17 თებერვალს გორის "დილამ" ახალწვეულები წარადგინა. პრესკონფერენციაზე გუნდის პრეზიდენტმა, მწვრთნელებმა და მენეჯერმა უკვე ღიად განაცხადეს, რომ გუნდს შინაგან საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

თუმცა პრეზენტაციას არც შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დასწრებია და არც ამ უწყების სხვა მაღალჩინოსანი.

შევიტყვეთ, რომ მედიასთან შეხვედრის შემდეგ გუნდის წევრები შსს-ს მინისტრს სამინისტროში ესტუმრნენ და "დილას" სახელობითი მაისურა უსახსოვრეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ვანო, ყოჩაღ! ბრავო!!! სტატიის სათაური შესანიშნავია ავტორო! ხელისუფლების მასხარაობა გრძელდება - ხალხს ხალხისავე ფულით ქრთამავენ წინასაარჩევნოდ. პური და ცირკი. მაშინ როცა საქართველოში ბავშვები შიმშილისგან ბალახს ძოვენ, ვანო ქართველი ხალხიდან ამოღებულ უკანასკნელ კაპიკებს ვითომ შიდა ქართლის მოსახლეობაზე ზრუნვაში და სიყვარულში ხარჯავს. ის რაც ვანომ, მიშამ და გიგიმ შიდა ქართლს უქენით 2008 წელს უთანასწორო ომის დაწყებით, არ შეგრჩებათ!!! ნაციონალური მოძრაობა ერთ ხმასაც ვერ მიიღებს არჩევნებში შიდა ქართლში!
უძლევი
06:19 21-02-2012
0

სიახლეები პოპულარული