მიხეილ მესხის ძეგლის კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

AutoSharing Option
27 თებერვალს, დასრულდა ლეგენდარული მიხეილ მესხის ძეგლის შექმნასთან დაკავშირებით სფფ-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი.

კონკურსი ამა წლის 12 იანვარს, დიდი მიშა მესხის დაბადების დღის აღსანიშნავად გამოცხადდა. გამარჯვებული ნამუშევარი კი, ვაკეში, მისივე სახელობის სტადიონზე დაიდგმება.

კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილ იქნა 28 ნამუშევარი (მაკეტი), რომელთა ავტორები არიან: გიორგი ხუციშვილი, გიორგი წულაძე, დიმიტრი გვასალია, ავთანდილ მონასელიძე, ავთანდილ ანთაძე, გიორგი შხვაცაბაია, გიორგი გიორგობიანი, ავთანდილ მჭედლიშვილი, ნუგზარ მანჯაფარაშვილი, ნოდარ ჩუბინიძე, ირაკლი რევაზიშვილი, ავთანდილ მინდიაშვილი, თენგიზ ლომთათიძე, იოსებ თავართქილაძე, ნუგზარ ჭავჭავაძე, გრიგოლ კვატაშიძე, უშანგი ქადაგიშვილი,
იდენ ტაბიძე, გიორგი ჭანკვეტაძე და მიხეილ გვასალია, გია ჟორდანია, მერაბ გაგლოევი, ნიკოლოზ მელივა.

28 თებერვლიდან, დაიწყება კონკურსის მეორე, ფინალური ეტაპი, რომელიც მაქსიმალურად ღია იქნება. მეორე ეტაპზე გადასული ნამუშევრების შერჩევა-განხილვაში მინაწილეობას მიხეილ მესხის ოჯახის წევრებიც მიიღებენ.

გულშემატკივრებს კი, საშუალება ექნებათ ყველა ნამუშევარი ნახონ სფფ-ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე შექმნილ ალბომებში.

მეორე ეტაპზე გადასული ნამუშევრების შესაფასებლად და საზოგადოებრივი აზრის უკეთ გასაცნობად, შეიქმნება ცალკე ალბომი, სადაც ყველას ექნება საშუალება შეაფასოს და აზრი გამოთქვას მისთვის საინტერესო და მოსაწონი ნამუშევრის შესახებ.

კონკურსის ფინალური ეტაპის მიმდინარეობას და მის შედეგებს, მუდმივად გაეცნობით სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული