სფფ-მ უეფასგან განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურა

AutoSharing Option
29 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ს საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ პლეის დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ანდრეა ტრავერსოს მადლობის ოფიციალური წერილი მიიღო.

წერილში უეფას მაღალჩინოსანი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მთლიანად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 22-23 თებერვალს, თბილისში გამართული საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ პლეის სამუშაო შეხვედრის უმაღლეს დონეზე ჩატარებისათვის.

წერილში აღნიშნულია, რომ სფფ-მ აღნიშნული ღონისძიების უმაღლეს დონეზე ორგანიზება შეძლო და რომ, ჩვენს მიერ ჩატარებული ყველა სამუშაო შესანიშნავად იყო ორგანიზებული.

უეფას მხრიდან მსგავსი შეფასება სფფ-სათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ასეთი მაღალი რანგის ღონისძიება არა თუ
საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში პირველად ჩატარდა.

ამ ღონისძიების ორგანიზებისას მიღებული გამოცდილება ნამდვილად დაეხმარება სფფ-ს მომავალი გაცილებით დიდი საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზების საქმეში.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული