მიკოლა ნაკონეჩნი: გამდლობთ ქართველებო, ჩემი გული თბილისში რჩება!

AutoSharing Option
მიკოლა ნაკონეჩნი ლუცკის "ვოლინის" წევრი გახდა. "გაგრას" ყოფილი ლიდერი ზამთარში "ვოლინის" მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი დემიანენკომ თურქულ შეკრებაზე გასასინჯად წაიყვანა, დააკვირდა და საბოლოოდ მისი დატოვება გადაწყვიტა: ეს ამბავი გუშინ უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.

აქვე ვიტყვით, რომ ნაკონეჩნი პირველივე შეკრებაზე დაშავდა და "ვოლინს" აპრილში თუ დაეხმარება. მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობაზე იმდენად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, ახალ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, 29 თებერვალს ლუცკური კლუბის განაცხადში შეიყვანეს და პრესასაც წარუდგინეს - კონტრაქტი ნახევარწლიანია.

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "გაგრას" ხელმძღვანელობას. ამ გუნდში დაუვიწყარი წლები გავატარე. საქართველოს თასი მოვიგე,
ევროტურნირეზე ვითამაშე და ეს იყო საუკეთესო წლები ჩემს კარიერაში. ჩემი გული თბილისში რჩება, ყოფილ თანაგუნდელებთან, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან.

დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც ჩემთვის ტაშს არ იშურებდა. საქართველოში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ჩემს სამშობლოში. ამიტომ უკრაინაშიც "გაგრას" გულშემატკივრად ვრჩები", - თქვა მიკოლა ნაკონეჩნიმ "გაგრას" პრესსამსახურთან ინტერვიუში.

30 წლის ნაკონეჩნი "ბორისფენის" აღზრდილია, "გაგრამდე" უთამაშია კიევის "არსენალში", "ობოლონში", მოლდოვურ "ტილიგულ-ტირასში", უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში კი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალამდეც მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი კაცი, დობო ბაჩინია მიკოლა. მადლობა
zuzu
13:18 01-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული