შიდა ქართლში ბავშვთა ფეხბურთიც ვითარდება

AutoSharing Option
გორის "დილასთან" დაკავშირებული საინტერესო სიახლეების შემდეგ შიდა ქართლში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიმართულებითაც საინტერესო ძვრები ხდება.

29 თებერვალს გორში მოქმედ ბავშვთა საფეხბურთო აკადემია "ქართლი 2011"-სა და ერთ-ერთ კომპანიას შორის დაიდო ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ. "ქართლი 2011" გასული წლის შემოდგომაზე დაარსდა გორში.

დამფუძნებელი და ერთადერთი სპონსორი გახლავთ საზღვარგარეთ მოღვაწე გორელი ბიზნესმენი პაატა ფილიშვილი, რომელიც უცხოეთიდან კურირებს და სახსრებს არ იშურებს აკადემიის განვითარებისათვის. "ქართლი 2011"-ის წარმომადგენელთა ინფორმაციით, გორის გარეუბანში ამჟამად არსებულ სტადიონზე აკადემიის 100-ზე მეტი მოზარდი ვარჯიშობს და მათთან ლიცენზირებული მწვრთნელები მუშაობენ.

უახლოეს მომავალში
აკადემიის აღსაზრდელების ეკიპირებას და საფეხბურთო სამოსით უზრუნველყოფას კიდევ ერთი კომპანია აპირებს.

საინტერესოა, რომ აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გია რევაზიშვილიცაა. პაატა ფილიევს საკმაოდ კარგი საქმიანი ურთიერთობა აქვს აგრეთვე საფეხბურთო კლუბ გორის "დილასთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული