უფრო ამბიციური ხდება თბილისის "დინამო" და გულშემატკივრისთვისთვის სასურველ "კონტურებს" ოდნავ მაინც უახლოვდება.
"დინამოში" უცხოეთიდან ჩამოიყვანეს გოგიტა გოგუა და გიორგი მერებაშვილი. ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელების დამატება გუნდისთვისაც წინგადადგმული ნაბიჯია და მთლიანად, ეროვნული ჩემპიონატისთვისაც.
"დინამოს" წინსვლას ხალხიც ხედავს, პირველი სამი მატჩი მოვიგეთ. "დინამოს" კლასი სულ ჰქონდა, მაგრამ გოგუამ და მერებაშვილმა
"დინამოსთან" აუტსაიდერებიც გაათმაგებული მონდომებით თამაშობენ, ყოველთვის მაქსიმუმს ავლენენ და ვერც ერთ მეტოქესთან ვერ მოვდუნდებით. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ყველა გუნდთან თამაში ფინალივით არის, ფინალის თამაში კი ყოველთვის ძნელია.
წელს ეს წინააღმდეგობა უფრო გაიზარდა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ქართული გუნდების საერთო დონე გაიზარდა", - ამბობს თბილისის "დინამოს" კაპიტანი გიორგი ლორია.
"დინამოს" კაპიტნის სანაკრებო თამაშების შემდეგ ყველა ელოდა, რომ ლორია კარიერას უცხოეთში გააგრძელებდა. შევიტყვეთ, რომ 25 წლის ქართველით ვარშავის "ლეგია", ლვოვის "კარაპატი" და ჩვენთვის უცნობი ერთ-ერთი იტალიური კლუბიც დაინტერესდა. თუმცა გიორგიმ "დინამოსთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და ამ ლაპარაკს წერტილი დაუსვა:
"გუნდის პრეზიდენტთან შევთანხმდი, რომ გუნდში კიდევ ერთი წელი ვითამაშებ. მერე კი შევხედავ სიტუაციას. მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გადავიდე.
მართლა კარგი კლუბებიდან მქონდა მიწვევები, მაგრამ დაკონკრეტება არ მინდა. ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"