თბილისის "დინამო" საკლუბო რეიტინგში 18 საფეხურით დაწინაურდა

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) მსოფლიოს მორიგი საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოდან კვლავინდებურად სამი კლუბია წარმოდგენილი.

თბილისის "დინამომ" წინ წაიწია და გასულ თვესთან შედარებით, რეიტინგში მდგომარეობა 18 პოზიციით გაიუმჯობესა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ამჟამად 119 ქულით 102-ე ადგილზეა. "ზესტაფონი" 94 ქულით 174-ეა, რომელმაც ორი საფეხურით გამოიკეთეს რეიტინგი.

რუსთავის "მეტალურგმა" კი უკუსვლა განიცადა და 87 ქულით, 191-ე ადგილიდან 202-მდე დაქვეითდა.

IFFHS-ის პირველ ათეულში კი მცირე ცვლილებებია:

1(1) ბარსელონა (ესპანეთი) 369 ქულა
2(2) რეალი (ესპანეთი) 292
3(3) ველეს სარსფილდი (არგენტინა)
291
4(4) მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) 255
5(5) მაჩესტერ სიტი (ინგლისი) 251
6(7) უნივერსიდად დე ჩილე (ჩილე) 245
7(8) უნივერსიდად კატოლიკა (ჩილე) 232.5
8(6) სანტოსი (ბრაზილია) 231
9(10) შალკე (გერმანია) 230
10(14) ლიბერტადი (პარაგვაი) 227.5

102(120) თბილისის დინამო 119
174(176) ზესტაფონი 94
202(191) რუსთავის მეტალურგი 87

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოტაც და ტოპ 100 ულში შევალთ ...
ლეგენდა
21:22 02-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული