ზვიად სიჭინავა: ევრო 2020-ის საქართველოში ჩატარება საკმაოდ რეალურია!

AutoSharing Option
"2020 წლისთვის საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება საკმაოდ რეალურია", - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ 8 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზვიად სიჭინავამ განაცხადა, ფედერაციას მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად სახელმწიფოს დახმარება დასჭირდება. მისი ცნობით, 2014 წლისთვის უნდა არსებობდეს ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც წარედგინება უეფას, თუ საქართველოს რომელ ქალაქებში გაიმართება ჩემპიონატი.

როგორც სიჭინავამ განაცხადა, საუბარია ხუთ ქალაქზე - თბილისზე, ბათუმზე, ქუთაისზე და სამომავლოდ კიდევ დაკონკრეტდება ორი ქალაქი. თამაშების გასამართ ქალაქებზე ერთ-ერთი კითხვის პასუხად ისიც კი აღნიშნა, რომ ამ ქალაქებს შორის შესაძლოა,
ლაზიკაც იყოს..

მისი განცხადებით, უეფას მოთხოვნების თანახმად, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საჭიროა 12 სტადიონისა და 24 საცხოვრებელი ბაზის აშენება, რაც დიდ სამუშაოებთან არის დაკავშირებული.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ქართული ფეხბურთისთვის ერთგვარი გამოწვევაა.

"ეს არის ერთგვარი გამოწვევა ქართული ფეხბურთისთვის, ფედერაციას კი მოუწევს დიდი სამუშაოების გაწევა", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

ასევე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში თურქეთში უეფას კონგრესის ფარგლებში ქართული და აზერბაიჯანული მხარეების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და სამომავლო სამუშაოებზე იმსჯელებენ.

7 მარტს აზერბაიჯანის მილი-მეჯლისში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის შესახებ უეფაში განაცხადს შეიტანენ.

უეფამ "ევრო-2020"-ის მასპინძელი ქვეყანა 2014 წელს უნდა დაასახელოს.

იხილეთ ვიდეო
"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 11 /
პიარზე აგებული პოლიტიკაა მთელ ქვეყანაში) რა ევროპის ჩემპიონატი ღადაობენ ესენი ))))
dima
16:19 09-03-2012
0
ბიჭებო ამ ობიექტს დომენტით ნუ მიმართავთ სახელი მაგრად უტდება.
zaza
10:50 09-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული