როგორც ზვიად სიჭინავამ განაცხადა, ფედერაციას მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად სახელმწიფოს დახმარება დასჭირდება. მისი ცნობით, 2014 წლისთვის უნდა არსებობდეს ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც წარედგინება უეფას, თუ საქართველოს რომელ ქალაქებში გაიმართება ჩემპიონატი.
როგორც სიჭინავამ განაცხადა, საუბარია ხუთ ქალაქზე - თბილისზე, ბათუმზე, ქუთაისზე და სამომავლოდ კიდევ დაკონკრეტდება ორი ქალაქი. თამაშების გასამართ ქალაქებზე ერთ-ერთი კითხვის პასუხად ისიც კი აღნიშნა, რომ ამ ქალაქებს შორის შესაძლოა,
მისი განცხადებით, უეფას მოთხოვნების თანახმად, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საჭიროა 12 სტადიონისა და 24 საცხოვრებელი ბაზის აშენება, რაც დიდ სამუშაოებთან არის დაკავშირებული.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ქართული ფეხბურთისთვის ერთგვარი გამოწვევაა.
"ეს არის ერთგვარი გამოწვევა ქართული ფეხბურთისთვის, ფედერაციას კი მოუწევს დიდი სამუშაოების გაწევა", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
ასევე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში თურქეთში უეფას კონგრესის ფარგლებში ქართული და აზერბაიჯანული მხარეების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და სამომავლო სამუშაოებზე იმსჯელებენ.
7 მარტს აზერბაიჯანის მილი-მეჯლისში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის შესახებ უეფაში განაცხადს შეიტანენ.
უეფამ "ევრო-2020"-ის მასპინძელი ქვეყანა 2014 წელს უნდა დაასახელოს.
იხილეთ ვიდეო
"ინტერპრესნიუსი"