ზურაბ პოლოლიკაშვილი თბილისის "დინამოდან" წავიდა

AutoSharing Option
ზურაბ პოლოლიკაშვილმა თბილისის "დინამოს" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.

გაზეთ "ლელოსთან" საუბარში მას წასვლის მიზეზები არ დაუკონკრეტებია. უცნობია, ის კლუბში სხვა სტატუსით დარჩება, თუ "დინამოსთან" მუშაობას საერთოდ შეწყვეტს.

საფეხბურთო კლუბ "დინამოში" ვერ აკონკრეტებენ, ვინ დაიკავებს კლუბის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას.

"დინამოს" პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა დვალიშვილმა 9 მარტს განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა.

"მას პირადი გეგმები აქვს. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მისი თანამდებობიდან წასვლისა. როდემდე იქნება თანამდებობა ვაკანტური, ამის თქმა დღეს ძნელია. თუმცა, როცა საჭირო გახდება, კლუბის პრეზიდენტი მაშინვე მიიღებს
გადაწყვეტილებას", - განაცხადა დვალიშვილმა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი საფეხბურთო კლუბში 2011 წლიდან მუშაობს. 2011 წლის მარტში ის "დინამოს" გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მისი ინიციატივით, გუნდმა რამდენიმე ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა.

პოლოლიკაშვილის სახელს უკავშირდება ესპანელი მწვრთნელის, ალექს გარსიას ჩამოყვანაც, რომელმაც კლუბი დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა. ასევე, რამდენიმე კვირის წინ ზურაბ პოლოლიკაშვილი გენერალური დირექტორის ნაცვლად, "დინამოს" ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

საფეხბურთო კლუბში მისვლამდე, 2009-2010 წლებში ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო. მანამდე, 2006-2009 წლებში, ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობდა.

იხილეთ ვიდეო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უმრავლოს ზურას მსგავსი ადამიანები საქართველოს
m.nanitashvili
23:29 09-03-2012
0

სიახლეები პოპულარული