8 ქართული გუნდი ევროპის 21-ე საუკუნის საუკეთესო კლუბების რეიტინგში

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროპის 21-ე საუკუნის საუკეთესო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც 8 ქართული გუნდი მოხვდა. 

790 ქულით 128-ე ადგილს თბილისის "დინამო" იკავებს, 543 ქულით 224-ე პოზიციაზე "ზესტაფონია", "ვიტ ჯორჯია" 515.5 ქულით 252-ეა, რუსთავის "მეტალურგი" 291-ე ადგილზე, ქუთაისის "ტორპედო" 383-ე ადგილს იკავებს, "ლოკომოტივი" 399-ე პოზიციაზეა, ბოლნისის "სიონი" 408-ეა და "ამერი" 592-ე.

რეიტინგის პირველ ათეულს კი კატალონიის "ბარსელონა" ლიდერობს.

21-ე საუკუნის რეიტინგი ორგანიზაციის ყოველთვიური რეიტინგების დაჯამებით შეადგინეს, კერძოდ - 2001-11 წლების თვიური რეიტინგების დაჯამებით.

რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1.ბარსელონა (ესპანეთი) - 2917 ქულა
2.მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) - 2793
3.არსენალი (ინგლისი) - 2618
4.რეალი (ესპანეთი) - 2569
5.ინტერი (იტალია) - 2567
6.ბაიერნი (გერმანია) - 2544
7.ლივერპული (ინგლისი) - 2538
8.მილანი (იტალია) - 2490
9.ჩელსი (ინგლისი) - 2412
10.რომა (იტალია) - 2140

128.თბილისის დინამო - 790
224.ზესტაფონი - 543
252.ვიტ ჯორჯია - 515.5
291.რუსთავის მეტალურგი - 467
383.ქუთაისის ტორპედო - 356.5
399.ლოკომოტივი - 338
408.ბოლნისის სიონი - 329
592.ამერი - 206.5
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული