გორის "დილამ" თემურ მახარაძე გაათავისუფლა

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მახარაძის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება. სავარაუდოდ, ის ბოლო მატჩებში გუნდის არადამაკმაყოფილებელ შედეგებს უკავშირდება - საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფის სამ მატჩში "დილამ" ორი ფრედ ითამაშა, ერთი კი წააგო.

არაოფიციალური ინფორმაციით, თემურ მახარაძის თანამდებობას ისევ გია ცეცაძე დაიკავებს, რომელიც გუნდს სეზონის დასაწყისში მოძღვრავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული