შსს-მ და დაცვის პოლიციამ გორის "დილას" ახალი მწვრთნელები წარუდგინა

AutoSharing Option
"ლელომ" უკვე გაცნობათ ექსკლუზიური ინფორმაცია: ფოთში "კოლხეთთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობამ თემურ მახარაძე მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მის ნაცვლად კი კლუბი საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელს, თემურ შალამბერიძეს ჩააბარეს, რომელსაც ასისტენტობას საშემოდგომო ეტაპზე ამ გუნდის დამრიგებელი გია ცეცაძე გაუწევს.

"დილა" 8 საუკეთესო გუნდში ბოლო მომენტში მოხვდა. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე პლეი-ოფში ჩატარებული სამი შეხვედრიდან ორი ფრედ დაასრულა და ერთიც მარცხით დამთავრდა, რაც, რასაკვირველია, კლუბის მესვეურების გეგმებში არ შედის" - წერს "დილის" ვებგვერდი.

"დილის" სპონსორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, უშუალოდ კი
გუნდს დაცვის პოლიცია კურირებს. 27 მარტს ამ სამსახურის ხელმძღვანელები "დილის" მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შეხვდნენ და ზემონახსენები გადაწყვეტილება გააცნეს.

სამწუხაროდ, შეხვედრა დახურული იყო, მედია არ დაუშვეს და ჩვენც მხოლოდ გადმოცემით შევიტყვეთ, თუ რა მოხდა დახურულ კარს მიღმა.

თემურ მახარაძესთან ერთად გუნდი მისმა ვაჟმა, შოთამ (ერთ-ერთი მწვრთნელი გახლდათ) და ასისტენტმა იური გაბისკირიამაც დატოვეს. პირველი ორი შეკრებას აღარ დაესწრო, გაბისკირია კი დაცვის პოლიციაში იმყოფებოდა და ვითარებაში გარკვევის შემდეგ შენობა მალე დატოვა.

მოთამაშეებს ახალი მთავარი მწვრთნელი, თემურ შალამბერიძე თავის ასისტენტთან, გია ცეცაძესთან ერთად წარუდგინეს.

შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა. შენობიდან გამოსულმა მოთამაშეებმა თქვეს, რომ კომენტარები აუკრძალეს. თუმცა ცხადი იყო, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და ცოტა დამაბნეველიც კი გამოდგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
შიდაქართლიდან ვარ(ქარელიდან) სულ იმას ვნატრობდი ერთი ნორმალური გუნდი ჩვენც გვყოლოდა. მართალია დილა ვარსკვლავებს ვერასდროს წყვეტდა და ყოველტვის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა მაგრამ მაინც სულ მათ ვგულშემატკივრობდი. ეხლა გაძლიერდა მაგრამ რის ხარჟზე? შსს-სი არც დილა მინდა და არც ბარსა
goga
09:21 29-03-2012
0
დილას მთავარ მწვრთნელად დანიშნეთ ვანო მერაბიშვილი, ფიზმომზადების მწვრთნელად ნათია მოგელაძე, თავდამსხმელად მიშა სააკაშვილი. მსაჯებად ყუბლაშვილი, ადეიშვილი და ბეჟუაშვილი. რეპორტაჟი რუსთავი2-ს და იმედს გააკეთებინეთ და ყველა თამაში 11:0 დამთავრდება დილას სასარგებლოდ. თან ყველა გოლს მიშა გაიტანს და მესის გაასწრებს ოქროს ბუცის დაჯილდოებაში.
უძლევი
04:26 29-03-2012
0

სიახლეები პოპულარული