მის ნაცვლად კი კლუბი საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელს, თემურ შალამბერიძეს ჩააბარეს, რომელსაც ასისტენტობას საშემოდგომო ეტაპზე ამ გუნდის დამრიგებელი გია ცეცაძე გაუწევს.
"დილა" 8 საუკეთესო გუნდში ბოლო მომენტში მოხვდა. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე პლეი-ოფში ჩატარებული სამი შეხვედრიდან ორი ფრედ დაასრულა და ერთიც მარცხით დამთავრდა, რაც, რასაკვირველია, კლუბის მესვეურების გეგმებში არ შედის" - წერს "დილის" ვებგვერდი.
"დილის" სპონსორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, უშუალოდ კი
სამწუხაროდ, შეხვედრა დახურული იყო, მედია არ დაუშვეს და ჩვენც მხოლოდ გადმოცემით შევიტყვეთ, თუ რა მოხდა დახურულ კარს მიღმა.
თემურ მახარაძესთან ერთად გუნდი მისმა ვაჟმა, შოთამ (ერთ-ერთი მწვრთნელი გახლდათ) და ასისტენტმა იური გაბისკირიამაც დატოვეს. პირველი ორი შეკრებას აღარ დაესწრო, გაბისკირია კი დაცვის პოლიციაში იმყოფებოდა და ვითარებაში გარკვევის შემდეგ შენობა მალე დატოვა.
მოთამაშეებს ახალი მთავარი მწვრთნელი, თემურ შალამბერიძე თავის ასისტენტთან, გია ცეცაძესთან ერთად წარუდგინეს.
შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა. შენობიდან გამოსულმა მოთამაშეებმა თქვეს, რომ კომენტარები აუკრძალეს. თუმცა ცხადი იყო, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და ცოტა დამაბნეველიც კი გამოდგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"