მსოფლიოს საკლუბო რეიტინგი - სამი საქართველოდან

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) აპრილის საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს 402 კლუბია შეტანილი.

საქართველოს ამ რეიტინგში კვლავ სამი წარმომადგენელი ჰყავს.

მათგან საუკეთესო პოზიცია თბილისის "დინამოს" უკავია, რომელიც 102-ედან 108-ე საფეხურამდე ჩამოქვეითდა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" 174-ედან 165-ე ადგილზე აინაცვლა, რუსთავის "მეტალურგი" კი 202-ედან 206-ე ადგილამდე დაეშვა.

რაც შეეხება რეიტინგის სათავეს, საუკეთესო სამეული არ შეცვლილა, საუკეთესო ათეულის ახალი ბინადრები კი მიუნხენის "ბაიერნი" და მადრიდის "ატლეტიკო" არიან.

ზეათეული ასე გამოიყურება:

1. ბარსელონა (ესპანეთი)
2. რეალი (ესპანეთი)
3. ველეს სარსფილდი
(არგენტინა)
4. უნივერსიდად დე ჩილე (ჩილე)
5. ბაიერნი (გერმანია)
6. სანტოსი (ბრაზილია)
7. ატლეტიკო (ესპანეთი)
8. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
9. მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
10. შალკე (გერმანია), უნივერსიდად კატოლიკა (ჩილე)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი ტემპით თუ გავაგრძელებთ დინამოს მალე დავეწევით
zestafan
12:51 06-04-2012
0

სიახლეები პოპულარული