მსაჯთა საფიხვნო: ჩემპიონატის ფინიშზე სანერვიულო მსაჯებსაც ემატებათ

AutoSharing Option
ქართული სეზონი ნელ-ნელა ფინიშისკენ მიდის და დაძაბულობა და პასუხისმგებლობა არა მარტო ფეხბურთელთა, არამედ მსაჯთა შორისაც იზრდება. მათმა ერთმა შეცდომამ ხომ შესაძლოა, მატჩის ბედი გადაწყვიტოს და არც ის არის გამორიცხული, ტიტულის ბედზეც კი მოახდინოს გავლენა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელის, ლევან ფანიაშვილის თქმით, უმაღლესი ლიგის მსაჯები სრულად აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ცდილობენ, თითოეულ მატჩს მაქსიმალური პასუხისმგებლობითა და კონცენტრაციით მიუდგნენ, თუმცა ზოგჯერ შეცდომებს ისინიც უშვებენ.

ამის მიუხედავად, ფანიაშვილი ქართული სამსაჯო კორპუსის საერთო დონეს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს. მისი შეფასებით, მსაჯთა შეცდომები პირველ
ლიგაში უფრო ხშირია, ვიდრე უმაღლესში.

ჩვენს ჩემპიონატში ბოლო დროს წითელი ბარათები მომრავლდა, რასაც ფანიაშვილი დაძაბულობის დონის გაზრდით ხსნის. თუმცა მთლიანობაში სამსაჯო განყოფილების თავკაცი მიიჩნევს, რომ ჩვენი უმაღლესი ლიგა უხეშობით არ გამოირჩევა - ევროპულ ლიგათა უმრავლესობაში არბიტრები წითელ-ყვითელ ბარათებს უფრო ინტენსიურად არიგებენ.

სამსაჯო განყოფილება აპრილის ბოლოს მსაჯების მზადყოფნას მორიგ ტესტებზე შეამოწმებს. ცნობისთვის, ქართველი მსაჯები ნორმატივებს წელიწადში ოთხჯერ აბარებენ.

დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში რამდენიმე ახალ არბიტრს ვიხილავთ. პირველ ლიგაში არაერთი პერსპექტიული არბიტრია და მათ თავის გამოჩენის შანსი ამ სეზონშივე მიეცემათ, ბუნებრივია, ნაკლებად პრინციპულ მატჩებში. ვინც ამ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, მომავალი სეზონიდან უმაღლესი ლიგის შეხვედრების გაძღოლას სისტემატურად მიანდობენ.

საქართველოს ფიფას არბიტრი კვლავ ოთხი ჰყავს - გიორგი ვადაჭკორია, ლაშა სილაგავა, ლევან კვარაცხელია და დავით ხარიტონაშვილი. წლის ბოლოს ფიფამ, შესაძლოა, ეს წოდება კიდევ ერთ ქართველ მსაჯს მიანიჭოს. საამისოდ ყველაზე რეალური კანდიდატი თორნიკე გვანცელაძეა.

რაც შეეხება ქართველი მსაჯების საერთაშორისო მიწვევებს, ზაფხულში, მომავალი ევროტურნირების საწყის ეტაპებზე, ხშირად ანდობენ მატჩების განსჯას. უახლოესი ვიზიტი კი 10 მაისს დავით ხარიტონაშვილის ბრიგადას ელის. ქართველი მსაჯები ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩს მოემსახურებიან, სადაც ერთმანეთს მაკედონია და ჩრდილოეთ ირლანდია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება შიდაქართულ ამბებს, "ლელო" სამსაჯო რუბრიკას რეგულარულად განაგრძობს და სეზონის დასრულებამდე მომხდარ თითოეულ სადავო ეპიზოდს შეძლებისდაგვარად განიხილავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინ იმსაჯა მერანი ზესტა მაგის ჰამოსვლა ზესტაპონჰი იკნება საცოდაობა ზესტას ნაირ გუნდს წლბი უნდა და არა 3 მტვიანი კონტრაკტები
paata
23:25 15-04-2012
0
dinamo batumi lanchxutis guriis tamashze,, romelic 2 aprils gaimarta tuarvcdebi,, play offis shexvedraa batumelebma 1 3 datmes tamashi ara guriastan aramed msajtan... diax sworad gaiget,, es iyo sazizgrobaaa, praqtikulad msaji dinamos "burttan shexebas ukrdzalavda", daaxloebit 10 weli mainc aris ukve rac fexburts vuyureb an kide meti da aserti cudi msajoba(cudi ki araa aii cudisgan dzalian shjors iyo) ar minaxavss,, ar vici im arbitris saxeli torem davasaxelebdii... aii sanam is da iseti msajebi iqnebian chvens ligebshi manam ar gveqneba obieqturi shedegebii... DROA AMASAC MIXEDOS FEDERACIAM!!!
jano
14:03 13-04-2012
0

სიახლეები პოპულარული