რა უნდა ვთქვათ - ფაქტი გამაოგნებელი და აღმაშფოთებელია. ისღა დაგვრჩენია, იმედი დავიტოვოთ, რომ მომხდარს დეტალურად გამოიძიებენ და დამნაშავეებს საკადრისად დასჯიან.
მომხდარი აშკარად სცდება საფეხბურთო ჩარჩოებს და ბუნებრივია, ამ ამბის ჩამდენებს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ვერ
სადისციპლინო კომიტეტის სხდომა უახლოეს დღეებში ჩატარდება და სავარაუდოდ, "ბაიას" ფინანსურ სანქციებს დააკისრებს და მის სტადიონს (უფრო სწორად, საწვრთნელ ბაზას) დისკვალიფიკაციას მიუსჯის. ამაზე მეტს კი ფეხბურთის ფედერაცია ვერ იზამს - დამნაშავეებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი.
ნიშანდობლივია ისიც, კრიჭაშვილი ზუგდიდში პირველად არ უცემიათ. 2009 წელს "ბაიასა" და "გაგრას" მატჩის შემდეგ მას მაშინაც პოლიციელებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. სამწუხაროდ, არ გვახსენდება, რომ მაშინ ვინმე დაესაჯოთ...
"ლაშა სილაგავამ ყველაფერი ოქმში აღწერა და ამ ამბავს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. მე, ბუნებრივია, მომხდარით აღშფოთებული ვარ, სანქციები კი სადისციპლინო კომიტეტის საქმეა", - გვითხრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ფანიაშვილმა.
რაც შეეხება ტურის ყველაზე საკამათო ეპიზოდებს, ანუ "მერანი"-"ზესტაფონის" მატჩისას სტუმართა კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანებს, ფანიაშვილმა თქვა, რომ ვიდეოჩანაწერი უხარისხოა და რაიმე დასკვნის გამოტანა გაუჭირდება, მაგრამ რაკი არბიტრი ორივე ეპიზოდისას ბურთთან ახლოს იყო და პენალტი უყოყმანოდ დანიშნა, მის გადაწყვეტილებაში ეჭვი არ შეაქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"