ცხადაძეს "დინამოს" გაწვრთნა დევდარიანის დანიშვნამდე ერთი თვით ადრე შესთავაზეს, როდესაც ესპანელი სპეციალისტის, ალექს გარსიას გაშვება გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მაშინ "ინტერიდან" წამოსვლა ვერ შეძლო.
თუმცა მცირე ხნის წინ, ლენქორანში "ხაზართან" 0:2 წაგების შემდეგ, ბაქოს "ინტერის" დამრიგებელმა "ლელოსთან" ინტერვიუში საინტერესო ამბავი გაამხილა:
"ორი თვეა, "ინტერმა" ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ ხელმოწერაზე თავს ვიკავებ. ახლა ვნანობ,
18 აპრილს "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა სატელევიზიო კომენტარში განაცხადა, რომ გუნდთან კონტრაქტის გამო "დინამოში" მის დანიშვნაზე ლაპარაკი ახლა უადგილოა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სეზონის დასრულებამდე ერთი თვე დარჩა, "ინტერთან" ახალ კონტრაქტს არ აფორმებს და აზერბაიჯანში დარჩენის სურვილიც არ აქვს.
დიდია ალბათობა, რომ ცხადაძე "ფანტასტიკურ წინადადებაში" დეკემბერში თბილისის "დინამოს" მიწვევას გულისხმობდა. ბაქოს კლუბის თავკაცთა შეთავაზებულ ახალ კონტრაქტს კი "დინამოსთან" მოლაპარაკების გამო არ თანხმდება.
"რა კომენტარი უნდა გავაკეთო? "დინამო" ჩემთვის ძვირფასი კლუბია, მაგრამ ორ საათში აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალში ბაქოს "ნეფთჩისთან" შეხვედრა იწყება და გონება მთლიანად ამ თამაშზე მაქვს გადართული.
ჩვენი მიზანი თასის ფინალში გასვლა და ჩემპიონატში სამეულში მოხვედრაა.
მომავალ სეზონში რა იქნება, ეს ჯერ არ ვიცი და ახლა სხვა რამეზე ფიქრი არც შემიძლია", - გვითხრა ცხადაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"