ბექა ტუღუში ფოთის "კოლხეთიდან" მიდის?

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" 23 წლის თავდამსხმელი ბექა ტუღუში გულშემატკივარმა წელს გაიცნო. 35-ე საფეხბურთო სკოლის გაზრდილი "კოლხეთში" ფინეთის პირველი ლიგის "კოტეპედან" გადმოვიდა და ურიგო შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

მაღალი, ტექნიკური და მებრძოლი თავდამსხმელი გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშეა. მეტოქის დაცვას მუდამ დაძაბულობაში ამყოფებს და სპეციალისტების ყურადღებაც მიიქცია.

ჩვენი ინფორმაციით, ტუღუშის გადაბირება ქუთაისის "ტორპედოს" სურდა, თუმცა ბექა ისევ ევროპაში წასვლაზე ფიქრობს.

"ქუთაისელებთან მოლაპარაკება მქონდა, მაგრამ სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს. ეს არ მაწყობდა და მოლაპარაკება შევწყვიტეთ.

სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს "კოლხეთიდან" წავალ. სად - ჯერ კიდევ ვფიქრობ. წინადადება
მივიღე ფინეთის რამდენიმე გუნდიდან, მაგრამ იქ წასვლაზე თავს ვიკავებ, რადგან იქ ისეთი დონის ჩემპიონატი არ არის, სადაც გული მიმიწევს.

უფრო საინტერესო მიწვევები მაქვს პოლონეთის, უკრაინის, დანიისა და ბელგიის კლუბებიდან. თუმცა მენეჯერი არ მყავს და ჩემს ტრანსფერზე თვითონ მიწევს ფიქრი"
, - გვითხრა ტუღუშმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული